ხშირად საბურავის შეძენისას ერთადერთ კრიტერიუმად მომხარებლები ზომებს ასახელებენ, რაც დიდი შეცდომაა. იმისათვის, რომ დეტალმა უფრო დიდხანს გაძლოს, არ დაექვემდებაროს სწრაფ და არათანაბარ ცვეთას და რაც მთავარია უზრუნველყოფს თქვენი მშვიდი და უსაფრთხო გადაადგილება, შესაბამისი ზომების გარდა, სხვა ბევრი ინდიკატორი უნდა გაითვალისწინოთ.

კომპანია „ავტობანის“ სპეციალისტების დახმარებით, წარმოგიდგენთ ოთხ მახასიათებელს, რომელიც ავტომობილის შესაბამისი სეზონისთვის მომზადების პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

წარმოიდგინეთ, რომ ზამთარში -4 გრადუს ყინვაში გარეთ ღია სანდლებით გახვიდეთ, ან პირიქით, ზაფხულში მზის ქვეშ სეირნობისას ფეხზე თბილი, ზამთრის ჩექმა გეცვათ, ხომ დისკომფორტია? სწორედ ასეთ პირობებში უწევს თქვენს ავტომობილს თქვენი გადაადგილება, შეუსაბამო საბურავების პირობებში.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი უსიამოვნებები, გთავაზობთ ოთხ მთავარ მახასიათებელს, რომელთა გათვალისწინება საბურავის შეძენისას, უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ გადაადგილებას:

1. გაითვალისწინეთ სეზონი

როგორც მომხარებელთა  უმეტესობისთვის ცნობილია, საბურავები სეზონურობის მიხედვით სულ ორ ტიპად იყოფა, ზამთრის და ზაფხულის. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ე.წ MS ტიპის საბურავები, რომელთაც ხშირად მომხარებლები „ყველა სეზონის“ საბურავს ეძახიან, რაც ცალსახად შეცდომაა. MS აბრევიატურა იშიფრება, როგორც ტალახი და თოვლი (Mud and Snow) და როგორც ყველა დანარჩენი საბურავი, ისიც ორ, ზაფხულის და ზამთრის სეზონებად იყოფა

„ტრასებზე, თოვლიან გზებსა თუ ზაფხულში გადაადგილებისას, აუცილებელია ავტომობილს შესაბამისი სეზონის საბურავი დაუმონტაჟდეს. სწორედ ამ შემთხვევაში, თქვენი მოგზაურობა იქნება უფრო უსაფრთხო და საბურავის არათანაბარ და სწრაფ ცვეთასაც თავიდან აიცილებთ. „ -აცხადებენ ავტობანის სპეციალისტები

2. გამოშვების ვადა

შესაძლოა ბევრმა ყურადღება არ მიაქციოს საბურავის გამოშვების ვადას, რაც თავიდანვე დიდი შეცდომაა. ვადის შემოწმება მარტივადაა შესაძლებელი საბურავზე დატანილი 4 ციფრიანი კომბინაციით. მაგალითად თუ საბურავს აწერია 1418, ეს ნიშნავს, რომ მისი გამოშვების ვადა 2018 წლის მე-14 კვირაა. ვარგისიანობის ვადა თითო საბურავს ექსპლუატაციის გარეშე საშუალოდ 5 წელი აქვს.  ვადაგასული საბურავის შეძენა არაა რეკომენდირებული, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის სრულიად ახალია. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, რეზინი კარგავს მისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა თვისებებს (მაგალითად მოჭიდება, სიმკვრივე და სხვ). შესაძლოა საბურავმა დაიწყოს ნაადრევი ცვეთა და მალევე გახდეს შესაცვლელი.

3. პროტექტორი

პროტექტორი, ანუ სხვადასხვა სიღრმისა და ფიგურების ჭრილები საბურავზე, პირველ ყოვლისა იმისათვისაა აუცილებელი, რომ საბურავმა სველ ან სიცხისაგან დეფორმირებულ ზედაპირზე გაივლისას, ავტომობილი მიმართულების დაკარგვისგან დაიცვას. ზამთრის პროტექტორი ყოველთვის უფრო მსხვილი და ხშირი, ღრმა ჭრილებით გამოირჩევა. გარდა ამ ინდიკატორისა, ზამთრის საბურავს ყოველთვის ახატია სამკუთხედში მოქცეული ფიფქის ნიშანი, რომლითაც მას მარტივად განასხვავებთ სხვა სეზონის საბურავებისგან. ღრმა და ხშირი ჭრილები უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას ზამთრის პირობებში თოვლიან და ტალახიან გზებზე.

ყველა ისეთი საბურავი, რომელსაც სამკუთხედში მოქცეული ფიფქის ნიშანი არ აქვს დატანილი, ზაფხულის საბურავად შეგიძლიათ მიიჩნიოთ. ხაზგასასმელია ისიც, რომ ზაფხულის საბურავი, ზამთრის სეზონისგან განსხვავებით, ყოველთვის უფრო მყარი მასალისგან მზადდება, რაც უზრუნველყოფს მაღალ ტემპერატურაზე დრეკადობის მინიმუმამდე შემცირებას და ზედაპირზე მოჭიდების უნარის ზრდას.

4. საბურავის სპეციფიკაცია

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ გარდა ზომებისა, საბურავს უამრავი სხვა მიმათითებელი ნიშანი თუ წარწერა აქვს დატანილი. ყველა მათგანს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და საბურავის შერჩევისას არცერთს დატოვებთ ყურადღების მიღმა. ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელი წონისა და სიჩქარის ინდექსია. მაგალითად საბურავს შესაძლოა ეწეროს 94V რაც ნიშნავს რომ საბურავი განკუთვნილია 670 კგ-იანი დატვირთვისთვის და მისი ეფექტიანობის მაქსიმუმი 240 კმ/სთი-ა. ამ ინდექსის გამომთვლელი აპლიკაციები მრავალდაა ინტერნეტში და ყველა მსურველს მარტივად შეუძლია მათი მოძება, თუმცა უმჯობესი იქნება თუ მათ არჩევას უშუალოდ თქვენი ავტომობილისთის, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს მიანდობთ.