კომპანიამ Audi ოფიციალურად წარმოადგინა განახლებული RS5 Coupe და Sportback. მოდელები მიიღებენ ახალ Competition პაკეტს,  როგორც ამბობენ ამ პაკეტის ვერსია უფრო დაბალია, უფრო ხმაურიანი და უფრო სწრაფიც ვიდრე სტანდარტული RS5.

RS5 განაგრძობს ბრენდის კუთვნილი ორმაგად ტურბირებული 2,9 ლიტრიანი V6 ძრავის გამოყენებას, რომელიც 444 ცხენს გამოიმუშავებს, ხოლო Competition პაკეტის შემთხვევაში ასევე იზრდება მისი მაქსიმალური სიჩქარე სტანდარტული 250-დან 289 კმ/სთ-მდე.

მოდელის შიგნით ვხედავთ სპორტულ შეფუთვას, Napa ტყავის შეფუთვით, აქვს Dinamica სავარძლები და წითელი გაფორმება.

შკევეთების მიღება ივნისიდან დაიწყება. კუპეს ფასი 76,996 დოლარია, Sportback-ის 77,295 დოლარი, ხოლო Competition Package დამატებით 16,100 დოლარი ღირს.